ბაქოს ევროპული თამაშები

ევროპულ თამაშებზე, ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

www.facebook.com/GeorgianJudoFederation

ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებში, ასპარეზობა დაიწყეს ქართველმა ძიუდოისტებმა.

დღეს, 25 ივნისს, 60კგ. წონით კატეგორიაში მოსინჯა ძალები ამირან პაპინაშვილმა და საბოლოოდ ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

ესპანელი, ფრანსისკო გარიგოსი ქართველმა იპონით დაამარცხა და ქართულ დელეგაციას მე-11 მედალი მოუპოვა. სულ საქართველოს ანგარიშზე ბაქოში 3 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალია.

კომენტარები