ბაქოს ევროპული თამაშები

ევროპულ თამაშებზე ტატალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ქართველმა ძიუდოისტმა, ნუგზარ ტატალაშვილმა.

73კგ წონითი კატეგორიის ფინალში, ტატალაშვილი ფინალში დამარცხდა ისრაელის წარმომადგენელ საგი მუკისთან.

ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგ ფლორენტ ურანის, სერბ ლიუბისა კოვაჩევიჩს, სლოვენიელ როკ დრაკშიჩსა და ბელგიელ დირკ ვან ტიჩელტს სძლია.

შეგახსენებთ, რომ დღესვე, 26 ივნისს, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ამირან პაპინაშვილმა.

 

კომენტარები