რიო 2016

ირაკლი ბოლქვაძე ოლიმპიადას დოპინგ ტესტის შეცდომის გამო გამოეთიშა

worldsport.ge

ქართველი მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე რიო 2016-ს დოპინგ ტესტზე დაფიქსირებული შედეგების გამო ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გამოეთიშა. მაშინ ბოლქვაძემ ეს შედეგები გაასაჩივრა და განმეორებითი ტესტირება მოითხოვა. განმეორებითმა ტესტირებამ კი აჩვენა, რომ ბოლქვაძეს აკრძალურლი ნივთიერებები არ მიუღია. 

"ძალიან კარგი ამბავი! აი, გასაჩივრებული ტესტის პასუხიც ჩამოვიდა, რომელიც, როგორც დარწმუნებული ვიყავი, უარყოფითი აღმოჩნდა. დადასტურდა, რომ ოლიმპიადაზე გამოსვლა სწორედ დაშვებული შეცდომის გამო ამეკრძალა. პირველი ტესტის უზუსტობის მიზეზს, გამოძიება დაადგენს. ამ საკითხთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებს საზოგადოებას ვაცნობებ პრესკონფერენციაზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ჩემს სიმართლეში ეჭვი არ შეუტანია! მთვარი გამარჯვებები წინ არის!"-, წერს ბოლქვაძე საკუთარ facebook-ზე.

კომენტარები