რიო 2016

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის დირექტორი ბილეთების უკანონოდ გაყიდვისთვის დააკავეს

AFP

ევროპის ოლიმპიური კომიტეტისა და ირლანდიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი პატრიკ ჰიკეი რიოში ბილეთების უკანონოდ გაყიდვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველების თქმით, 71 წლის ჰიკეიმ დაკავებისას გაქცევა სცადა, თუმცა, მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

5 აგვისტოს იმავე ბრალდებით დააკავეს სპორტული სტუმართმოყვარეობის სააგენტოს (THG Sports) წარმომადგენელი კევინ ჯეიმს მალონი, რომელმაც არალეგალურად გაყიდა ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის 1000 ბილეთი.

სამართალდამცველების ცნობით, მალონის ეს ბილეთები საკუთარ სახელზე ჰქონდა ნაყიდი და შემდეგ გაცილებით ძვირად ყიდდა.

ოლიმპიური კომიტეტის წევრები ჯერჯერობით მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები