როდესაც ჩვენი მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური ძალის ეკონომიკის მინისტრი ბრძანებს იმას, რომ მე ეს [პურის ფასის ზრდა] არ მეხება და საბჭოთა კავშირში ხომ არ ვცხოვრობო, ესე არ არის. როდესაც 15%-მდე ადამიანს სოციალური დახმარება აქვს დანიშნული, მაშინ საბჭოთა კავშირი ხარ, სოციალურ დახმარებას რომ უნიშნავ? ესე არ შეიძლება ამის გაანალიზება, ადამიანებზე სხვანაირად უნდა ვიფიქროთ
პურის ფასი
მაჭავარიანი: თუ პურის ფასი არ გეხება, მაშინ სსრკ ხარ, ხალხს სოციალურ დახმარებას რომ უნიშნავ?
tbl.ge/3did
დაკოპირდა
ქართული ოცნების დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი პალიტრანიუსის ეთერში ეკონომიკის მინისტრის განცხადებაზე, რომ პურის ფასი არ რეგულირდება. გიორგი ქობულიამ პურის ფასის ზრდაზე რამდენიმე დღის წინ თქვა - " სახელმწიფო და მთავრობა არ წყვეტენ, რა ეღირება პური, საბჭოთა კავშირი აღარ არის, დაინგრა უკვე".
ამავე თემაზე
- დავითაშვილი: ფქვილი არის, პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არსებობს
- პური 10 თეთრით გაძვირდა - ახალი ფასი ოქტომბერ-ნოემბრამდე იქნება ძალაში
- მთავრობა ფქვილის სუბსიდირებას წყვეტს - პურის ფასი, შესაძლოა, გაიზარდოს
- ბოკერია: პურის ფასის შემცირების გზა გადასახადების დაწევაა და არა სუბსიდირება
- სუბსიდირების პროგრამა სრულდება - I ივლისიდან პური, შესაძლოა, 20-25 თეთრით გაძვირდეს