მე ლიტერატურული ნაწილი ნაკლებად მაინტერესებს, მე მაინტერესებს მისი პროფესიონალიზმი და მისდამი დასმული კითხვები... შალვა თადუმაძის პროფესიონალიზმთან მე ნამდვილად არ მაქვს კითხვები, მისი წარსული პროფესიული საქმიანობითაც და დღევანდელობითაც
უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები
ხუნდაძე: თადუმაძის პროფესიონალიზმზე კითხვა არ მაქვს, ლიტერატურის მხრივ ნაკლებ მაინტერესებს
tbl.ge/43ta
დაკოპირდა
ქართული ოცნების დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. წამყვანმა მას გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის, პარლამენტში გასაუბრების შესახებ ჰკითხა. თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატია. სხდომაზე მოსმენისას მას ენმ-ის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ, ჰკითხა, თუ ვინ დაწერა "დიდოსტატის მარჯვენა", რაზეც თადუმაძემ უპასუხა "არ ვიცი". რამდენიმე დღის შემდეგ კი პროკურორებთან შეხვედრის დროს თადუმაძემ თქვა, რომ "დიდოსტატის მარჯვენა" ასეთი წიგნი არ არსებობს, კონსტანტინე გამსახურდიამ კი დაწერა "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა".
დიმიტრი ხუნდაძექართული ოცნებაშალვა თადუმაძეუზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეებიუზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები
ამავე თემაზე
- ომბუდსმენი: სასურველია, დაინიშნოს მოსამართლეების მცირე რაოდენობა, საუკეთესო კანდიდატები
- ზაზა თავაძე თალაკვაძეს მიმართავს მისი კანდიდატურის განხილვა გადადოს
- ჯანეზაშვილი: 10 მიზეზი, რატომ არ უნდა დანიშნოს პარლამენტმა უზენაესში არც ერთი კანდიდატი
- ომბუდსმენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
- ფაფიაშვილის თქმით, FB ჯგუფში ლექტორის შეურაცხმყოფელი პოსტი წვრილმან ხულიგნობად არ მიაჩნია