თავდასხმა ცოტნე გამსახურდიაზე

გამსახურდიას საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი 2 პირს წარუდგინეს

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება დაუმძიმდა. მათ ბრალი დამამძმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარედგინათ. 

"განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, კვალიფიკაცია დაზუსტდა და დაკავებულთაგან 2 პირს: 1991 წელს დაბადებულ ტ.ღ.-ს და 1991 წელს დაბადებულ გ.ს.-ს ბრალდება დაუმძიმდათ, რომლებსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს",-წერია შსს-ს განცხადებაში. 

სამ პირს, 1990 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს, 1982 წელს დაბადებული პ.ყ.-ს და1973 წელს დაბადებული კ.ჩ.-ს ბრალი სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია თბილისში 19 დეკემბერს დაჭრეს. ის გულ-მკერდისა და თავის არეში ჩატარებული ორი მძიმე ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე რჩება და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

კომენტარები