თავდასხმა ცოტნე გამსახურდიაზე

ცოტნე გამსახურდიას ცოლი: გვინდა, რომ საზღვარგარეთ გადავიყვანოთ

ცოტნეს ჯანმრთელობა არის სტაბილური, თუმცა მძიმედ რჩება. იმყოფება ხელოვნურ ძილში, შოკიდან პირველი 24 საათის განმავლობაში გამოვიდა. ყველა მისი სასიცოცხლო ფუნქცია აღდგა, თუმცა თავის ტრავმების გამო ჯერ კიდევ არსებობს ხელოვნური ძილის საჭიროება. ჯერჯერობით რაიმე გართულებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მოსალოდნელი და შესაძლო გართულებებისთვის მზაობის გამო, გვინდა, რომ უცხოურ კლინიკაში გადავიყვანოთ, სავარაუდოდ, ევროპაში. ჩართულია მთავრობა, ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო, რომლებიც ცოტნეს მონაცემებს სხვადასხვა კლინიკაში აგზავნიან. 

ცოტნე გამსახურდიას ცოლი, ანა ჯაბაური "ტელეკომპანია პირველთან" საუბრობდა ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას გულ-მკერდისა და თავის არეში ორი მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

კომენტარები