სროლა კლუბ ბასიანთან

ბასიანის დამფუძნებელი: მოძალადე წარსულშიც ნასამართლევია, 2010 წელს სროლით დააზიანა აფთიაქი

ბასიანის დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი გამოეხმაურა კლუბის გარეთ მომხდა გუშინდელ ინციდენტს, რომლის შედეგადაც შსს-მ 39 წლის პირი დააკავა.

ორაშვილი წერს, რომ კლუბიდან გაძევების შემდეგ, მოძალადემ სახლიდან მოიტანა იარაღი, რომლითაც კლუბის შესასვლელთან 15-ჯერ გაისროლა:

"კლუბის ტერიტორიაზე არტისტის მოსაწვევით შემოსულმა და რამდენიმე წუთში კლუბის წესების დარღვევის გამო, ყოველგვარი კონფლიქტის, სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების გარეშე გაძევებულმა პირმა, მთელი ქალაქის გავლით სახლიდან მოიტანა 12 კალიბრიანი ავტომატური სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და კლუბის გარე პერიმეტრზე 15-ჯერ გაისროლა."

მისივე ინფორმაციით, დაკავებული პირი წარსულშიც იყო ნასამართლევი, როცა 2010 წელს აფთიაქს დაესხა თავს ფსიქოტროპული საშუალებების არმიყიდვის გამო:

"9 წლის მოძალადე წარსულშიც ნასამართლევია. მან 2010 წელს ნასვამ მდგომარეობაში არაერთი გასროლის შედეგად დააზიანა აფთიაქი, რომელშიც ფსიქოტროპული მედიკამენტების ყიდვაზე უთხრეს უარი."

თბილისში, კლუბ ბასიანთან სროლის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. დააკავა. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბ ბასიანის შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს - 1993 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, 1987 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს და 1995 წელს დაბადებულ დ.ც.-ს. და ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები