თვითდასაქმებულების დახმარება

პირებმა კომპენსაციის მისაღებად პორტალზე მონაცემები 2020 წლის პირველ ივნისამდე უნდა ატვირთონ

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის თქმით, უკვე იდენტიფიცირებულია 150 000-მდე რეგისტრირებული თვითდასაქმებული და ისინი 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ.

მისივე ინფორმაციი, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად არ დასჭირდებათ დამატებითი მტკიცებულების წარდგენა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ:

  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებსაც წარმოდგენილი აქვთ 2020 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ან უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით.
  • მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან ბაზრობებზე და წარმოდგენილი აქვთ 2020 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ან უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით, ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი დადასტურებული იქნება ბაზრობის ორგანიზატორის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციით.
  • პირები, რომლებიც იხდიან ფიქსირებულ გადასახადს და საქმიანობას ახორციელებდნენ 2020 წლის პირველ კვარტალში, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურში დარიცხული და გადახდილი ფიქსირებული გადასახადით.
  • მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები, რომლებიც დაფინანსებას არ იღებენ ბიუჯეტიდან და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულები არიან როგორც მიკრო ბიზნესი.
  • ინდივიდუალური მეწარმეები, რომელთაც 2020 წლის პირველ აპრილამდე წარმოდგენილი აქვთ 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია ან 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით.

კომპენსაციის მიღების მიზნით, ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივნისისა, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მოთხოვნა.

ჯანდაცვის სამინისტროში წარმოსადგენი ინფორმაცია:

· სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

· საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);

· საბანკო რეკვიზიტები.

ჯანდაცვის სამინისტროს იფორმაციით, ონლაინ პორტალი მაისის შუა რიცხვებიდან ამუშავდება. 

რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირის მიერ ელექტრონული განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო განაცხადში არსებულ პირად ნომერს ადარებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციას და საკომპენსაციო თანხას რიცხავს პირის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

ხოლო რაც შეეხება იმ პირებს ვინც ფიზიკური პირების მიერ იყვნენ დასაქმებული,(მაგალიტად, მძღოლი ძიძა და სხვა) უკვე ცნობილია, რომ მთავრობისგან კომპენსაციას ვერ მიიღებენ. დახმარების მისაღებად, აუცილებელია თვითდასაქმებულმა პირმა რამე სახის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს, რაც იურიდიული პირის მიერ იქნება გაცემული.

მთავრობის ეკონომიკური გეგმის მიხედვით, თვითდასაქმებულ პირებს ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარებიან, ხოლო ვინც სამსახური დაკარდა და ხელფასი მათ 6 თვის განმავლობაში 200 ლარს მისცემენ.

კომენტარები