თვითდასაქმებულების დახმარება

კალაძე: სავარაუდოდ, მიკროავტობუსის მძღოლები მოხვდებიან თვითდასაქმებულებში, მიიღებენ 300 ლარს

დახმარებების პაკეტში მიკროავტობუსების მძღოლებიც მოხვდებიან. სავარაუდოდ, ისინი მოხვდებიან თვითდასაქმებულთა პაკეტში და მიიღებენ 300 ლარიან დახმარებას. გარდა ამისა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყვითელი ავტობუსების მძღოლების დიდი ნაწილი ჩართული იყო სხვადასხვა მიმართულებით მომსახურებაში. ისინი ემსახურებოდნენ ექიმებს, მერიის თანამშრომლებს, ჩვენს კონტრაქტორებს, ხალხის გადაყვანა-გადმოყვანაში. დაახლოებით 500-600 მანქანა ემსახურებოდა ყველა ამ მიმართულებით ქალაქს. ასევე, საკარანტინო ზონებიდან ხალხის გამოყვანაში.იცით, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც კარანტინი უმთავრდება მიგვყავს საკუთარ საცხოვრებელ სახლამდე ამ ყველაფერში ჩართული იყო ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები. თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.

თბილისის მერი კახა კალაძე "პალიტრას" ეთერში.

კომენტარები