შესაცვლელია კონკრეტული წესები, მაგალითად, საარჩევნო უბნებთან შეკრება და უნდა იყოს გარკვეულ რადიუსზე აკრძალული შეკრება. აქ, როგორც წესი, ადმინისტრაციული რესურსი არის ხოლმე შეკრებილი, გარდა ამისა, კოორდინატორები, ძველი ბიჭები და ზეწოლას ახორციელებენ ამომრჩეველზე, ამიტომ უნდა იყოს გარკვეული რადიუსი, მით უმეტეს, პანდემიის დროს ისედაც მიზანშეწონილი არის, რომ იყოს გარკვეული სივრცე, ამიტომ ეს არის ერთი წესი, რომელიც უნდა შეიცვალოს. მეორე არის ის, რომ მნიშვნელოვანია, დაშვებული იყოს პოლიტიკური რეკლამა არა მხოლოდ საარჩევნო დროს, არამედ დანარჩენ პერიოდებში. ახლა ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ეს კარდაკარი და ეს ტრადიციული საარჩევნო კამპანია გაჭირდება, ალბათ და, მით უმეტეს, აი, ამ ვითარებაში საარჩევნო რეკლამა არის მოსამატებელი და აუცილებელია, რომ არა მხოლოდ საარჩევნო დროს იყოს წესი. მესამე, აუცილებელია, შევცვალოთ ის წესი, რომ უნდა დაემატოს გარკვეული საარჩევნო უბნები იმიტომ, რომ პანდემიის პირობებში აქ, ასე ვთქვათ, თავმოყრა და დისტანცია არის დასაცავი, დიდი საარჩევნო უბნები გასაყოფია და ქვეყნის მასშტაბით დასამატებელი იქნება სადღაც 500-მდე საარჩევნო უბანი
tbl.ge/4vil
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა, საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კომენტარი გააკეთა.
ამავე თემაზე
- ბოკერიასა და ჩერგოლეიშვილის გუნდების შინაარსობრივი დებატები გამოქვეყნდა
- ჩერგოლეიშვილი: ჩვენი რეფორმების მიზანი სიღარიბის დამარცხება და ქართული ოჯახის გაძლიერებაა
- ევროპულმა საქართველომ პოლიტიკური პროექტი "ახალი რესპუბლიკა" დაიწყო
- ბოკერია: სანამ ყველაფერი ივანიშვილის თავში იხარშება, ქვეყანა ამ ჭაობიდან ვერ ამოვა
- არანაირ პარტიულ გაერთიანებაზე არ საუბრობს - ჩერგოლეიშვილი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ