72 წლის ინგლისელი მსახიობი, ბენ კროსი ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად ვენაში გარდაიცვალა.
კროსის კარიერა 70-იან წლებში დაიწყო. პოპულარობა ოსკაროსან ფილმში Chariots Of Fire-ში შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა. მონაწილეობდა ფილმებში First Knight, Star Trek, Turbulence, War, Inc.
პარალელურად მუშაობდა თეატრში, იყო პიესების ავტორი და რეჟისორი. ჩაწერილი აქვს რამდენიმე მუსიკალური ალბომი.