Washington Examiner

Washington Examiner: აშშ საქართველოში მზარდ ავტორიტარიზმზე თვალს არ დახუჭავს

ბიძინა ივანიშვილი
Screenshot/Imedi

ამერიკულ გამოცემაში – Washington Examiner გამოქვეყნდა წერილი, სათაურით – "პომპეომ თბილისში მკაცრი გზავნილი უნდა ჩაიტანოს", რომელშიც ავტორი, ტომ როგანი, წერს, რომ მოქმედების აუცილებლობა საქართველოს მზარდი ავტორიტარული მმართველობიდან მომდინარეობს. ის აღნიშნავს, მაშინ, როდესაც აშშ მეგობრობასა და ურთიერთსასარგებლო დიპლომატიური და ეკონომიკური ჩართულობისკენ მიისწრაფვის, ის თვალს არ დახუჭავს მზარდ ავტორიტარიზმზე.

"ამჟამად სადავო არჩევნების შემდგომ შედეგებს შეჭიდებულნი, საქართველოს უშიშროების ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებენ წყლის ჭავლს და სხვა იარაღს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედებები სერიოზულია და ასახავს ადამიანის უფლებების აბუჩად აგდებას, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მთავრობა დარწმუნებულია, რომ პომპეოს ჩამოსვლისას ნებისმიერ სირთულეს შეარბილებს. ნაცვლად ამისა, გახარია პომპეოს ვიზიტს წარმოადგენს, როგორც სიგნალს იმისა, რომ შეერთებული შტატები რეალურად კმაყოფილია ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობით. პომპეომ გახარიას უკეთეს ჭეშმარიტებაზე უნდა ასწავლოს". – წერს ავტორი.

როგანი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ციტირებს, რომ პომპეო "გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, დაჟინებით მოუწოდებს დემოკრატიულ რეფორმებში შემდგომი პროგრესისკენ". ის იმედოვნებს, რომ დახურულ კარს მიღმა პომპეო უფრო მკაცრ ენას გამოიყენებს.

ტომ როგანი აღნიშნავს, რომ მთავარი შეშფოთების საგანი მილიარდერი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილია, რომელიც მხარს უჭერს მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას და რეალური ძალაუფლება გახარიას სახელისუფლებო სკამის მიღმა სწორედ მას ეკუთვნის.

"სამწუხაროდ, ივანიშვილს მცირე ინტერესი აქვს, რომ თავისი სიმდიდრე და გავლენა ამ პატარა ერის გლობალური პერსპექტივების წინსვლისთვის გამოიყენოს.

ამის ნაცვლად, მან განვითარებადი კანონის უზენაესობა საქართველოში გააუარესა და ქვეყნის ჩრდილოელ აგრესორს, რუსეთს, თავს აწონებდა. ივანიშვილმა ეს აშშ-სა და ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური კავშირების ძირის გამოთხრით გააკეთა. მის მიერ პორტის ახალი ობიექტის შეფერხებით და, მაგალითად, ინტერნეტის ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი, ჩანს რომ მხოლოდ იმისთვისაა შექმნილი, რომ თავისი ინტერესები წინ წასწიოს პუტინის სტრატეგიული გეგმების შესაბამისად." – ვკითხულობთ წერილში.

ტომ როგანი წერს, რომ ეს პრობლემაა, რადგან რაც უფრო მეტი კონტროლი აქვს პუტინს საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, მით მეტად დეგრადირდება ქვეყნის ეროვნული პერსპექტივები.

"ეს ასე არ უნდა იყოს. 2019 წელს აშშ-ს ექსპორტი საქართველოში 768 მილიონი აშშ დოლარი იყო, საერთო ჯამში აშშ-ს ვაჭრობით  616 მილიონი აშშ დოლარი მოგება ნახა. გაცილებით მეტი შესაძლებლობა არსებობს ორივე ქვეყანას შორის გაფართოებული ვაჭრობისთვის. ამავდროულად, აშშ-საქართველოს უსაფრთხოებისა და სამხედრო კავშირები ახლა კარგადაა განვითარებული, ორივე მხარე განსაკუთრებით მჭიდროდაა ჩართული ანტიტერორისტულ თანამშრომლობაში. ესაა საძირკველი, რაზეც შეიძლება აშენება". – აღნიშნავს როგანი.

წერილის ავტორი მკაფიოდ განმარტავს, რომ  სანამ აშშ ივანიშვილს ზეწოლით არ უპასუხებს, რათა ის უფრო სერიოზულად მოეკიდოს თავის ვალდებულებებს ხალხის წინაშე, უკეთესი ურთიერთობის საფუძველი იმსხვრევა.

"ამრიგად, ნათელი უნდა იყოს, რომ აშშ იყო და მას კვლავაც სურს, რომ იყოს საქართველოს აქტიური მეგობარი. თუმცა, მან ასევე უნდა ნათელყოს, რომ ვაშინგტონი სულ უფრო და უფრო შეშფოთებულია. თუ ამერიკა მოწმეა თბილისის მხრიდან ხალხისადმი პატივისცემის კლებისა, ის უზრუნველყოფს, რომ პასუხისმგებელ პირებს მათი ქმედებებისთვის სადამსჯელო ფინანსური და დიპლომატიური შედეგები დაუდგეთ". – წერს ტომ როგანი.

საქართველოში პომპეოს ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე მაღალი რანგის ოფიციალური პირების ცნობით, მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტისას აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებაში აღნიშნულია, რომ "თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიისათვის და ქართველი ხალხი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს".

კომენტარები