ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რაც ჩვენ გაგვიკეთებია. ჩვენ უკანონოდ არავინ ჩაგვიწერია, არც მე და არც გახარიას. ჩვენ უკანონო ჩანაწერები არ დაგვიარქივებია და ეს ჩემთვისაც და ბატონი გახარიასთვისაც, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, მიუღებელია.
სახელმწიფო არის იმისი სახელმწიფო, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ნება უნდა იბოძოს და ეს ჭორაობა, რაც მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, ავთენტურია ჩანაწერები, არ არის ავთენტური, ენმ-მ გამოიტანა, ოპოზიციის სხვა წარმომადგენელმა გამოიტანა, თუ სუს-იდან გაჟონა, თუ ჟურნალისტმა გამოიტანა - ბევრი ვერსია მოვისმინეთ, ნება უნდა იბოძოს და ამას წერტილი უნდა დაუსვას. წერტილი უნდა დაუსვას სათანადო გამოძიებით და სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგნენ, დამოუკიდებლები რომ იყვნენ და პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობის დაქვემდებარების ქვეშ რომ არ იმყოფებოდნენ, ნება უნდა იბოძონ და ამ ყველაფერს პასუხი უნდა გასცენ. არაფრის არ გვეშინია, არც პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, გამოვიდნენ, გამოძიება დაიწყონ, მათ შორის, მომზადების ნაწილზე, სათანადოდ ჩაატარონ, როგორ გამოვიდა ეს სუს-იდან, ავთენტურია თუ არა...