ტაივანი

აშშ-მ და ტაივანმა გაეროში ტაივანის ჩართულობის საკითხი განიხილეს

Reuters

აშშ-მ და ტაივანმა წარმომადგენლებმა განიხილეს, როგორ შეიძლება ტაივანი გაეროს საქმიანობაში ჩაერთოს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, აშშ-სა და ტაივანის წარმომადგენლებს შორის ვირტუალური შეხვედრაზე ყურადღება გამახვილებული იყო გაეროში ტაივანის ჩართულობის მხარდაჭერაზე.

"აშშ-ს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში და კლიმატის ცვლილებაზე გაეროს კონვენციაში ტაივანის მნიშვნელოვანი ჩართულობის მხარდაჭერა და განიხილეს რა გზებით შეიძლება ხაზი გაესვას ტაივანის შესაძლებლობას, თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა საკითხების [მოგვარებასთან] დაკავშირებით" - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტი.

1971 წლის 25 ოქტომბრამდე ტაივანი გაეროში ჩინეთის რესპუბლიკის სახელით წარმოადგენდა ჩინეთს. კენჭისყრის საფუძველზე ის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ჩაანაცვლა, რომელმაც სამოქალაქო ომში გაიმარჯვა და რესპუბლიკურ მთავრობას აიძულა კუნძულზე გაქცეულიყო.

ჩინეთი ტაივანს დათვის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ტაივანი მან უნდა წარმოადგინოს. ტაივანის დემოკრატიული მთავრობა ჩინეთთან დაკავშირებით იმავე პრეტენზიას გამოთქვამს.

აშშ-სა და ტაივანს შორის საუბარი გაიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ გაეროში წარმომადგენლობის დაწყების 50 წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე. ამ დღესთან დაკავშირებით ჩინეთის ლიდერის სი ძინფინგი სიტყვით გამოსვლა იგეგმება.

გაეოროსთან და განსაკუთრებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან არასათანადო კავშირის გამო ტაივანი განსაკუთრებით უკმაყოფილი Covid-19-ის პანდემიის დროს იყო. ჯანმო და ჩინეთი ამბობენ, რომ კუნძლმა შესაბამისი დახმარება მიიღო. ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, უკვე 2019 წლის დეკემბრის ბოლოს ტაივანი ჯანმოს აფრთხილებდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე იყო გადამდები.

კომენტარები