ბატონ ბენ ჰოჯესს იმის შესაძლებლობა აქვს, რომ უფრო პოპულისტური განცხადება კი არ გააკეთოს, უფრო სიღრმისეული შეფასება გააკეთოს. როცა ის ევროპაში NATO-ს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი იყო, მაშინ, რა თქმა უნდა, მას ასე ვთქვათ, ასეთი საბრძოლო განწყობები არ გააჩნდა [...] ამ შემთხვევაში, ბენ ჰოჯესის პასუხისმგებლობა ნულია. რა განცხადებასაც უნდა, იმას გააკეთებს. ის არის ოპოზიციურ ლობისტურ მოქმედებასა და მოძრაობაში ჩართული პირი და ოპოზიციისთვის სასარგებლო შესაბამის განცხადებებს აკეთებს [...] შეიძლება, მას ფინანსური ინტერესიც ჰქონდეს, არ ვიცი. ახლა მე მაგის დოკუმენტი არ მინახავს, ფინანსური ინტერესი გააჩნია თუ არა, მაგრამ როგორც წესი, ლობისტური საქმიანობა არის გარკვეული ანაზღაურების საფუძველი.
საქართველო-აშშ
ქადაგიშვილი ჰოჯესზე: ის არის ოპოზიციურ ლობისტურ მოქმედებასა და მოძრაობაში ჩართული პირი
tbl.ge/68hh
დაკოპირდა
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი. ევროპაში აშშ-ს სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა თქვა, რომ მას არ ესმის, საქართველოს მთავრობა რატომ გადაეჯაჭვა გვამს, რომელიც კრემლია.
ქართული ოცნებაირაკლი ქადაგიშვილიბენ ჰოჯესისაქართველო-აშშაშშ-საქართველორუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი
ამავე თემაზე
- სანქციებისა და ურთიერთობის გადაფასების საფრთხე – 29 კონგრესმენის წერილი კობახიძეს
- კობახიძე აშშ-ზე: საჭიროა განსაკუთრებული ძალისხმევა ურთიერთობების ხელახლა დასაწყებად
- რევოლუციის ბრალდება – კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის გაუარესებას აგრძელებს
- სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი კობახიძეს "ამჟამინდელი ტრაექტორიით" შეშფოთებაზე ესაუბრა
- ბოკერია: აშშ-ში ვიზიტზე უარი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ღალატის კიდევ ერთი დადასტურებაა