გიორგი გახარია

სარჯველაძე: გახარია ჩვენი პრემიერი იყო, მაგრამ გავიხსენოთ, რომ ეშმაკიც დაცემული ანგელოზია

კი, ჩვენი პრემიერმინისტრი იყო [გიორგი გახარია], რა თქმა უნდა, მაგრამ შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ეშმაკიც დაცემული ანგელოზია. ასეთი რამ, შეიძლება ვინმეს დაემართოს. ფაქტია, რომ მან აირჩია არასწორი გზა და თავისი კარიერის არასწორი მიმართულება საბოლოო ჯამში. მას ჰქონდა დადებითი მხარეები და უარყოფითი მხარეები, მაგრამ ამჯობინა სწორედ ნაკლოვანებების მხრივ წასვლა. არ შეიძლება გაილანძღოს გუნდი, რომელშიც შეიძლება უკეთური პოლიტიკოსი მსახურობდა ოდესღაც, მაგრამ ის მოიკვეთა ან თვითონ წავიდა, ვერ იპოვა ამ გუნდში თავისი ადგილი, არ შეიძლება გუნდი ილანძღებოდეს ამ ადამიანის გამო.

მე მგონია, რომ ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციის კლასიკური მაგალითია ის, რაც ბატონმა გიორგი შემოგვთავაზა, მათ შორის CNN-თან დაკავშირებული ინციდენტის ინტერპრეტაცია. შეეცადა, რომ ის, რაც უხეში შეცდომა იყო ჟურნალისტის მიერ დაშვებული, რა ფორმითაც იყო დასმული კითხვა, რაც აშკარა პოზიციონირებას ნიშნავდა, გაეტარებინა, როგორც უბრალოდ კითხვის დასმა. რაც შეეხება ივანიშვილის გვარის ხსენებას, აბსოლუტურად მოწყვეტილია კონტექსტს და არასწორი რეალობაა და ეს არის ის, რაც ჩვენი ოპოზიციისთვის დამახასიათებელი გახდა. 

პალიტრანიუსის ეთერში ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე გიორგი გახარიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ. ყოფილი ექსპრემიერი, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის CNN-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას TWITTER-ზე გამოეხმაურა და ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ანტიდასავლურ კამპანიაში დაადანაშაულა. ჟურნალისტმა, კრისტიან ამანპურმა ლაიენთან ინტერვიუში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხი განიხილა და სანქციებისთვის გვერდის ავლის მაგალითად საქართველო მოიყვანა

კომენტარები