მთავრობის ადმინისტრაცია

კალაძე კანცელარიაზე: საუბარია სკვერის მოწყობაზე, მანიპულაცია ხდება ხოლმე ამგვარი თემებით

მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან შემოსული იყო წერილი დედაქალაქის მერიაში პირველი კლასის მშენებლობაზე - ეს არის ლანდშაფტური სივრცის მოწყობა. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში განვიხილავთ ამას და შესაბამისი პასუხით იქნება დაბრუნებული. როგორც გითხარით, საუბარი არის სკვერის მოწყობაზე, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან თანხმობა იქნება გაცემული და მას შემდეგ უკვე მოხდება სამუშაოების დაწყება. 

თანხმობა ჯერ არ გაგვიცია, მომდევნო დღეების განმავლობაში იქნება მსჯელობა შესაბამისი სამსახურების მხრიდან და გადაწყვეტილება მიღებული. ზუსტად გამიჭირდება თქვა [როდის მოგვმართეს], წინა დღეების განმავლობაში.  

ყოველთვის ხდება ხოლმე მანიპულაცია ამგვარი თემებით - მე მახსოვს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ პარლამენტის წინ არსებული სივრცის მოწესრიგება და კეთილმოწყობა, მაშინაც იგივე განცხადებები კეთდებოდა, სამწუხაროდ. საზოგადოება ძალიან კარგად შეაფასებს ამ ყველაფერს, ხდება კონკრეტული სივრცის მოწესრიგება, გალამაზება, ამაში ცუდი არაფერი არ არის, თუმცა კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, ყოველთვის ცდილობენ, რომ ეს რაღაცას დაუკავშირონ. ერთი გვეუბნებოდა, რომ თურმე რიკოთის უღელტეხილი ჩაგვიკეტია იმისთვის, რომ ხალხი დასავლეთიდან აღმოსავლეთში აქციაზე არ წამოვიდეს. ნუ, ყოველთვის იქნება ასეთი მანიპულაციები, სანამ ასეთი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გვყავს. 

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე. გუშინ, 7 აპრილს მთავრობამ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა დაიწყო. 

დღეს, 8 აპრილს, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია საქართველოს პარლამენტთან გაიმართება. მანამდე, აქცია კანცელარიასთან იყო დაგეგმილი. 

კომენტარები