გუშინ ვსაუბრობდით, რომ საქართველო ახლა იმდენად კარგად იქცევა, რომ დროა, აღვადგინოთ უვიზო საჰაერო მიმოსვლა და აი, აღდგა კიდეც. ძალიან სწორია. პრეზიდენტი, რომელიც თავს დაესხა ჩვენს მშვიდობისმყოფელებს, თვითონ ქართველებმა ჩასვეს ციხეში, სანქციებს არ შეუერთდნენ და დიდი წნეხის მიუხედავად, მეორე ფრონტი არ გახსნეს. იქნებ, მომავალ წელს 9 მაისსაც ჩამოვიდნენ.
tbl.ge/6d64
დაკოპირდა
კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირ ფრენებზე არსებული შეზღუდვა უქმდება. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.
ამავე თემაზე
- უნდა შეწყდეს ჩვენი ისტორიის დამახინჯება – პუტინმა ქართველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა
- კარასინის აზრით, რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს
- Агентство: ФСБ-სთან დაახლოებული ინსტიტუტი თბილისში მართავს კონფერენციას "ღირებულებებზე"
- The Insider-ის გამოძიების ავტორის კომენტარი საქართველოში ГРУ-ს შესაძლო მოქმედებაზე
- Азимут-მა სანქტ-პეტერბურგიდან თბილისის მიმართულებით რეისების შესრულება დაიწყო