უეს ანდერსონს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცემა.
1 სექტემბერს ამერიკელ რეჟისორს კინოში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცემა.
"ანდერსონი რჩება იმ რეჟისორად, რომლის უნიკალური და უშეცდომო სტილის ამოცნობა მხოლოდ ერთ კადრით არის შესაძლებელი". – ამბობს ფესტივალის პროგრამის დირექტორი ალბერტო ბარბერი.
ფესტივალზე ასევე ანდერსონის მოკლემეტრაჟიანი ფილმის The Wonderful Story of Henry Sugar პრემიერა შედგება.
ივლისის ბოლოს ვენეციის კინოფესტივალის პროგრამა გამოქვეყნდა.