ეს არის გზავნილი ქალბატონი სალომესი იმიტომ, რომ ის ჩაერთო ნაცების მესიჯბოქსში. სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჰგავს გაბოროტებულ განცხადებას, განსაკუთრებით იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში. მე მგონია, რომ ცოტა უხერხულობა მაინც უნდა აკავებდეს ამ დროს ადამიანს. მე პირადად, ადამიანს როცა ვიცნობ, რაც არ უნდა მინდოდეს მისი გაკრიტიკება, ცოტა რბილად ვაკრიტიკებ ხოლმე, ეს ადამიანური მომენტია. მის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი. მიუხედავად ამისა, ნაცებს რაც აქვთ, ყველაზე მდაბიო მესიჯბოქსი, პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ამ გაბოროტებულ მესიჯბოქსში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილიც.
მამუკა მდინარაძე
მდინარაძე: პრეზიდენტი ჩაერთო ნაცების მდაბიო მესიჯბოქსში პოლიტიკიდან გასულ ივანიშვილზე
tbl.ge/6lqp
დაკოპირდა
თქვა დეპუტატმა ქართული ოცნებიდან მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე.
ზურაბიშვილმა ფრანგულ Le Monde-სთან ინტერვიუში დეოლიგარქიაზაციასა და ქვეყნის პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლზე ისაუბრა. კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ივანიშვილს ოლიგარქად, პრეზიდენტი პასუხობს, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ერთადერთი ოლიგარქია.
ამავე თემაზე
- მდინარაძე: დიახ, მძიმედ ვაკრიტიკებ თქვენ წინაშე ელჩს
- მდინარაძე: ელტონ ჯონი თურმე მანამდე ვერ გამხდარა ბედნიერი ვიდრე…ბავშვმა უნდა წაიკითხოს ეს
- მდინარაძე: გმირია ის ადამიანი, ვისაც 4 000 ლარი აქვს ხელფასი და თან კორუფციას ებრძვის
- მდინარაძე: ნაცმოძრაობის ლოგიკა ასეთია, მისვლა-მისვლა კი არა, მისვლა-მოსვლა გვქონდესო
- მდინარაძე: ბოლქვაძემ როიალზე, კულტურაზე უნდა ილაპარაკოს, მაგისთვის არის ამ პარლამენტში