ბელგია

ბელგიაში ბომბის შესახებ შეტყობინების გამო 30-მდე სკოლა დახურეს

EPA

კვირას, 26 ნოემბერს გვიან ღამით ბომბის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, ბელგიის ბრიუსელისა და ბრაბანტის რეგიონებში 27 სკოლა დაიხურა.

ოფიციალური პირების განცხადებით, სკოლების დახურვის გადაწყვეტილება "უსაფრთხოებისთვის შემუშავებული პრინციპების მკაცრი დაცვით" მიიღეს. პოლიცია სასწავლო დაწესებულებებს ამოწმებს.

ორშაბათს, 27 ოქტომბერს სკოლები დახურული დარჩება. დამატებითი ინფორმაცია დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

კომენტარები