რელიგია

მეუფე ნიკოლოზი: მოსკოვში წავიკითხე მოხსენება – "მამა სერაფიმე როუზის მისიოლოგია"

მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზის თქმით, ის ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა. მისივე ცნობით, მოსკოვის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტში წაიკითხა მოხსენება თემაზე "მამა სერაფიმე როუზის მისიოლოგია". 

"ორი შეხვედრა მქონდა დაგეგმილი: მისიონერული კონფერენცია მოსკოვის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტში, რომელზეც წავიკითხე მოხსენება: "მამა სერაფიმე როუზის მისიოლოგია". 

საღვთისმეტყველო სატელევიზიო არხს მოვუყევი ჩემი მოხსენება: "ანდრეი ტარკოვსკის ფილმი სოლარისი და სახარებისეული იგავი უძღები შვილის შესახებ". საუბარი შედგა ღვთისმშობლის ხატის მირქმის სახელობის მონასტერში სემინარიის სტუდენტებთან" - ამბობს მეუფე ნიკოლოზი ტაბულასთან.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ვიზიტი 22 იანვარს შედგა. 

 

კომენტარები