რელიგია

მამა პეტრე წერს, რომ საქართველოს ეკლესიის ეპისკოპოსმა ცოლი მოიყვანა

პეტრე კვარაცხელია

დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას ცნობით, ორკ-ჯგუფ ალტ-ინფოს "მეგობარმა ეპისკოპოსმა" ცოლი მოიყვანა.

"საბნელეთის სატელიტი ალტ-ინფო, ჩემს გუჩის სათვალეს რომ დასდევს, მაინტერესებს მიულოცავს თუ არა მათ მეგობარ ეპისკოპოსს დაოჯახებას!..". 

ტაბულა ცდილობს ინფორმაცია გადაამოწმოს საქართველოს საპატრიარქოში. ცნობებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წესის, ისევე, როგორც საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, მღვდელმთავარი უნდა იყოს ბერი, რაც უქორწინებლობის აღთქმას ითვალისწინებს.

კომენტარები