ახალი ზელანდია

LATAM Airlines-ის რეისზე "ტექნიკური პრობლემის" გამო, სულ მცირე, 50 ადამიანი დაშავდა

LATAM Airlines-ის Boeing 787
GC IMAGES

ახალზელანდიური მედიის, New Zealand Herald-ის ინფორმაციით, ჩილეში დაარსებული ავიაკომპანიის, LATAM Airlines-ის თვითმფრინავზე, რომელიც სიდნეიდან ოკლენდში მიფრინავდა, სულ მცირე, 50 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან როგორც მგზავრები, ასევე ეკიპაჟის წევრები.

როგორც გამოცემას ავიაკომპანიაში უთხრეს, ინციდენტი გამოიწვია "ტექნიკურმა პრობლემამ", რის გამოც თვითმფრინავმა "მკვეთრი მოძრაობა" განახორციელა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სააგენტო Reuters-ი FlightAware-ზე დაყრდნობით წერს, რომ LATAM Airlines-ის რეისი LA800, რომელიც Boeing 787-9 Dreamliner-ით სრულდებოდა, ოკლენდში 11 მარტს, ნაშუადღევს დაჯდა. სააგენტოს ცნობითვე, აეროპორტში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები დაახლოებით 50 ადამიანს მკურნალობდნენ. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენებმა კი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.

ოკლენდში გაჩერების შემდეგ, თვითმფრინავი ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში უნდა გაფრენილიყო. Boeing-სა და LATAM-ს ინციდენტის მიზეზებზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.

კომენტარები