თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

პოდოლიაკი: რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას ტერორისტული მეთოდები არასდროს გამოუყენებია

უკრაინას, ცხადია, მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარ სროლასა და აფეთქებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

პირველ რიგში, უკრაინა რუსეთის არმიასთან ორ წელიწადზე მეტია იბრძვის და ამ ომში ყველაფერი ბრძოლის ველზე გადაწყდება. მხოლოდ იარაღის რაოდენობა და ხარისხიანი სამხედრო გადაწყვეტილებები. ტერორისტული თავდასხმები პრობლემებს არ წყვეტენ.

მეორე, უკრაინას არასდროს მიუმართავს ტერორისტული მეთოდების გამოყენებისთვის. ეს ყოველთვის უაზროა. სხვათა შორის, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც მიმდინარე ომში უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმებს იყენებს და წარსულშიც, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საკუთარ მოქალაქეებს, რათა წამოეწყო შემდგომი "კონტრტერორისტული მოქმედები" ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ. საკმარისია გავიხსენოთ კაშირსკოიეს გზატკეცილსა (მოსკოვი) და ვოლგოდონსკში მომხდარი მოვლენები.

მესამე, Crocus City Hall-ში მომხდარ მოვლენებამდე გაცილებით ადრე, ჩვენ გვესმოდა საჯარო გაფრთხილებები მოსკოვში მოქმედი საელჩოებისგან ასეთი სისხლიანი მოვლენების ალბათობის შესახებ.

არ არსებობს ოდნავი ეჭვიც კი, რომ მოსკოვის გარეუბანში განვითარებული მოვლენები ხელს შეუწყობს სამხედრო პროპაგანდის მკვეთრ ზრდას, აჩქარებულ მილიტარიზაციას, გაფართოებულ მობილიზაციას და, საბოლოო ჯამში, ომის მასშტაბების ზრდას. ასევე, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოვლენილი გენოციდური დარტყმების გასამართლებლად

წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე.

მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. 

რუსეთი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ცნობით, თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები