ახალი რუსული კანონი

ჩერგოლეიშვილი: ოცნება ქართველს ისე ხედავს, როგორც რუსმა დახატა - ჩამორჩენილი, ტყიური

მხოლოდ წინასაარჩევნო ფაციფუცის შესაქმნელად სჭირდება ოცნებას ეს ყველაფერი. ერთი მესიჯი ექნებათ მშვიდობა. ესაა სიტყვა, რომელსაც მნიშვნელობა აქვს დაკარგული ისეთი ინტენსივობით იყენებენ მას - თითქოს მშვიდობას იცავენ. რანაირად შეიძლება იყოს მშვიდობა იქ, სადაც არ არსებობს თავისუფლება და სამართლიანობა, როგორ იქნება იმ საზოგადოებაში რომელიც რუსეთის მძევალია - რუსეთზეა დამოკიდებული როდის გაგვიწყვეტს არტერიას. ამას ასაღებენ მშვიდობად.

იგივე ხდება ოჯახზეც - ოცნება ცდილობს საზოგადოების მავნე ინსტინქტებზე გათვლით შეინარჩუნოს ძალაუფლება [...] ქართულ ოცნებას რიგითი ქართველი წარმოუდგენია ისეთად როგორც რუსმა დახატა თავის დროზე - მოძალადე, ჩამორჩენილი, გონებასუსტი, მოქეიფე, ლაღი, ცოტა ველური, ტყიური და ეგზოტიკური… ოპოზიციის იმედი არ მაქვს, მაგრამ ევროპული საქართველო აპირებს დაამტკიცოს, რომ ქართველები არ ვართ ასეთები... იმაზე უნდა იმუშაოს პოლიტიკურმა სპექტრმა, რომელსაც ადარდებს ქართული ოჯახების გაძლიერება, რომ ეს სიგიჟე - ძალადობის წახალისება და ჩაგვრა ჩვენი საზოგადოების წევრი უმცირესობებისა, ოჯახის სიწმინდედ ვეღარ მიჰყიდონ ქართველებს.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ქართული ოცნების გეგმაზესაკონსტიტუციო ცვლილებები დააინიციროს, რომელიც "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას" შეეხება. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ, 25 მარტს ისაუბრა.

კომენტარები