რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთი მაისში ან ივნისში შეტევისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი CBS News-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ უკრაინა რუსეთისაგან მორიგ შეტევას მაისში ან ივლისში მოელის.

"ჩვენ ინფორმაციას ვუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს და ვამბობთ, რომ რუსეთი მოამზადებს კონტრშეტევას. ეს შეიძლება იყოს მაისის ბოლოს ან ივნისში…ჩვენ გვჭირდება დახმარება იმ ბრიგადების მოსამზადებლად, რომლებსაც მოუწევთ ბრძოლა ჩვენი მიწისთვის, განსაკუთრებით იმ შეტევის დროს, რომელსაც რუსეთი დაიწყებს". - ამბობს ზელენსკი.

ზელენსკიმ ისიც აღნიშნა, რომ ამჟამინდელი სიტუაცია მეტად სტაბილურია ვიდრე იყო ორი-სამი თვის წინ, როდესაც საარტილერიო საბრძოლო მასალისა და სხვადასხვა ტიპის შეიარაღების დეფიციტი იყო. თუმცა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დახმარება ახლაც სჭირდებათ.

"ჩვენ შეძლებისდაგვარად დავასტაბილურეთ სიტუაცია. იმის გათვალისწინებით, რომ არის იარაღის, საბრძოლო მასალის დეფიციტი, იმის გათვალისწინებითაც, რომ ვიწყებთ ბრიგადების მომზადებას ჩვენთვის მნიშვნელოვანი შესაბამისი ქმედებებისთვის, ვითარება სტაბილურია. მდგომარეობა იმაზე უკეთესია, ვიდრე ორი-სამი თვის წინ იყო". - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ქვეყნის მთელი ტერიტორია საბრძოლო მზადყოფნაშია საზღვრის მოპირდაპირე მხარეს რუსული ჯარების მზარდი რაოდენობისა და მიმდებარე სოფლებზე თავდასხმების საპასუხოდ.

კომენტარები