რუსული კანონი

გერმანიის საელჩო შოლცის განცხადების ქართულ თარგმანს აქვეყნებს

გერმანიის საელჩო თბილისი

გერმანიის საელჩო 12 აპრილს საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ერთობლივ ბრიფინგზე შოლცის მიერ გაკეთებული განცხადების ქართულ თარგმანს აქვეყნებს.

"გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციაზე, რომელიც 2024 წლის 12 აპრილს ბერლინში გაიმართა, ფედერალურმა კანცლერმა შოლცმა განაცხადა:

მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა: ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულები ვიყავით უცხოური გავლენის ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონთან მიმართებაში და როდესაც იგი შეაჩერეს, დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ განიხილებოდა. ამჯერად ახალი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც იმავე მიმართულებით მიდის. ჩვენი კრიტიკა, წინა პერიოდის მსგავსად, იგივე რჩება და ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონს ასეთი სახით არ მიიღებენ და ახლაც გათვალისწინებული იქნება კრიტიკული განცხადებები […]

ევროკავშირს არ აქვს ასეთი რეგულაცია. არსებობს დისკუსია იმის თაობაზე, რომ რაღაც გაკეთდეს, რაც გარკვეულ სფეროებში გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, თუმცა ეს სხვა რეგულაცია და სხვა კონცეფციაა, ვიდრე ის, რომელზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ. (ევროკავშირში) ის არც მიუღიათ და სავარაუდოდ არც მიიღებენ. არსებობდა გარკვეული რეგულაცია უნგრეთში, რომელიც ევროპის სასამართლომ გააუქმა". - წერია საელჩოს განცხადებაში.


მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დროს ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის მიღების სურვილი გააკრიტიკა, მთავრობის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციის თარჯიმანს რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სახე უწოდეს.

თარჯიმნის წინააღმდეგ აგორებულ სახელისუფლებო კამპანიას გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა 14 აპრილს შემდეგნაირად უპასუხა:

"მთავარი ნაწილების ჩემი თარგმანი: კანცლერი შოლცი: "...კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: ჩვენ, როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულები ვიყავით უცხოურ გავლენის მქონე ორგანიზაციებზე კანონის მიმართ და როდესაც ეს შეჩერდა, ვიმედოვნებდით, რომ ხელახლა აღარ განიხილებოდა.

ამჯერად ახალი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც იგივე მიმართულებით მიდის. ჩვენი კრიტიკა, წინა პერიოდის მსგავსად, იგივე რჩება და ვიმედოვნებთ, რომ ეს კანონი ამ ფორმულირებით არ მიიღება, და ანგარიში გაეწევა იმ კრიტიკულ განცხადებებს, რომლებიც ჩვენ და სხვებმა ამასთან [კანონთან] დაკავშირებით გავაკეთეთ. გვჯერა, რომ ასეთი კანონები საჭირო არ არის".

კომენტარები