ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰეზბოლას მტკიცებით, ჩრდილოეთ ისრაელში რკინის გუმბათის ბატარეაზე იერიში მიიტანეს

Ayal Margolin/Flash90

ჰეზბოლამ ისრაელის ჩრდილოეთით დრონებით განხორციელებულ იერიშზე პასუხისმგებლობა აიღო. მათი წარმომადგენლის მტკიცებით, მათ ისრაელში ბეით ჰილალთან ახლოს რკინის გუმბათის ბატარეა გაანადგურეს

როგორც ცნობილია თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალები ამჟამად იძიებს, თუ რატომ არ ჩაირთო ტერიტორიაზე სირენის ხმები დრონებით თავდასხმისას.

ისრაელის თავდაცვის ძალებს ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ჰეზბოლა აქამდეც რამდენჯერმე ამტკიცებდა, რომ მათ ისრაელის რკინის გუმბათის კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს, თუმცა არც ერთი მსგავსი ფაქტი ჯერ ისრაელის თავდაცვის ძალებს არ დაუდასტურებია.  

კომენტარები