რუსული კანონი

სპეცრაზმელებმა გამოცემა პუბლიკას ჟურნალისტს სცემეს

ფოტო: პუბლიკა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა გამოცემა პუბლიკას ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს სცემეს.

"ალექსანდრე ქეშელაშვილი ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა, როგორ აკავებდნენ სპეცრაზმელები მოქალაქეებს. მისი ცნობით, სამართალდამცველებმა მას წაართვეს ტელეფონიც, თუმცა შემდეგ უკან დაუბრუნეს". - წერს გამოცემა. 

აქციაზე სპეცრაზმელებმა ასევე სცემეს ტაბულას ჟურნალისტი, გიორგი ბადრიძე და აპრილი მედიას ჟურნალისტი, გიორგი ბასხაჯაური.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოქალაქეების დარბევა და დაკავება მოულოდნელად, დაახლოებით 00:30 საათისთვის დაიწყეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები.

კომენტარები