რუსული კანონი

პუბლიკას ჟურნალისტი: სახეში დამარტყეს, მობილური წამართვეს - ვუხსნიდი, რომ ჟურნალისტი ვარ

ფოტო: პუბლიკა

პუბლიკას ჟურნალისტის, ალექსანდრე ქეშელაშვილის თქმით, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და სახეში დაარტყეს. 

"რომ გამოვიდნენ და დაიწყეს დაკავებები, მეც უკან მივყვებოდი და უკან რომ გამოვიხედე მომყვებოდნენ ნიღბიანები, რომლებმაც შემიშალეს ხელი მუშაობაში, ტელეფონზე ამაფარეს ხელი, მერე ვიღაც სხვა მოვიდა და ჩამარტყა, ერთმა ტელეფონი წამართვა, მერე დამიბრუნეს, ვუხსნიდი რომ ჟურნალისტი ვარ. სახეში დამარტყეს და ტელეფონი წამართვეს, ვუხსნიდი რომ ჟურნალისტი ვარ, თავიდან არ ესმოდათ, მერე ვიღაცებმა გაიგეს და უთხრეს, დავუბრუნოთო. თავიდან რომ ვიღებდით ვუხსნიდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ამის მიუხედავად მოვიდა და დამარტყა". - ამბობს იგი ტელეკომპანია პირველთან.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოქალაქეების დარბევა და დაკავება მოულოდნელად, დაახლოებით 00:30 საათისთვის დაიწყეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები.

აქციის გაშუქებისას ასევე სცემეს ტაბულას და აპრილის ჟურნალისტები

კომენტარები