რუსული კანონი

შსს: მთავრობის ადმინისტრაციასთან 2 პირი დავაკავეთ, ერთ-ერთს ცივი იარაღი ამოვუღეთ

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
ფოტო: ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 ადამიანი დააკავეს. მათივე მტკიცებით - ერთ-ერთი დაკავებულისგან ცივი იარაღი ამოიღეს.

“აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ  განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი. 

სამართალდამცველემა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს.” - წერს უწყება.

შსს მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ ჩაიდინონ “კანონსაწინააღმდეგო ქმედებები”.

”თითოეულ არაკანონიერ ქმედებას, დაუყოვნებლივ მოყვება სამართლებრივი რეაგირება”. - წერს შსს.

რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტთან შეკრებილმა ადამიანებმა მთავრობის ადმონისტრაციასთან მსვლელობით გადაინაცვლეს. ისინი პრემიერმინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

კომენტარები