რუსეთი

CNBC: რუსეთის ახალი ბირთვული რაკეტის ოთხივე გამოცდამ წარუმატებლად ჩაიარა

fdwallpapers.com

CNBC აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული ახალი ბირთვული რაკეტების გამოცდებმა წარუმატებლად ჩაიარა.

პუტინმა ახალი რუსული იარაღის წარდგენინსას განაცხადა, რომ ამ რაკეტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის მიღწევა შეეძლოთ, თუმცა წყაროების ცნობით ამ დრომდე ჩატარებულმა ოთხივე გამოცდამ წარუმატებლად ჩაიარა და ყველაზე დიდი მანძილი, რისი დაფარვაც რაკეტამ ჩამოვარდნამდე შეძლო 35 კილომეტრია.

შეგახსენებთ, რომ პირველ მარტს რუსეთის პარლამენტში გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა აშშ გააფრთხილა, რომ რუსეთს ახალი მაღალი ტექნოლოგიის ბირთვული იარაღი აქვს, რომელსაც თავდაცვის მექანიზმების დაძლევა შეუძლია. პუტინის თქმით ახალი ბირთვული რაკეტა 2017 წელს გამოსცადეს და მას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის მიღწევა შეუძლია ისე, რომ ანტი-სარაკეტო სისტემებმა ვერ დააფიქსირონ.

"რუსეთის შეკავების მექნაიზმებმა არ გაამართლა. შეეგუეთ ამას." თქვა პუტინმა.

მან საილუსტრაციოდ ვიდოე კლიპები აჩვენა, რომლებზეც წყალქვეშა დრონები და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები ჩანდა.

პუტინის თქმით რუსეთი დიდი ხანია აფრთხილებს აშშ-ს არ გააგრძელოს ანტი-სარაკეტო სისტემების განთავსება. "არავინ მოგვისმინა მაშინ. მოგვისმინეთ ახლა." თქვა მან.

"ბირთვული იარაღის გამოყენებას რუსეთის ან მისი მოკავშირის წინააღმდეგ ჩვენ საკუთარ ქვეყანაზე ბირთვულ თავდასხმად განვიხილავთ და პასუხი იქნება მყისიერი." თქვა პუტინმა.

კომენტარები