ისრაელი

ისრაელის გენერალურ არჩევნებზე ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია მარცხდება, დათვლილია ხმათა 95%

ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

ისრაელის გენერალურ არჩევნების შედეგებით მოქმედი პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია მარცხდება. ამ დროისთვის დათვლილია ხმათა 95%. 

ამ წუთის შედეგებით ნეთანიაჰუს პარტია, ლიქუდი ქნესეტში 31 მანდატს მიიღებს, ხოლო მთავარი კონკურენტი კახოლ-ლავანი 32 მანდატს. 9 მანდატს მიიღებსს, ავიგდორ ლიბერმანის პარტია, ისრაელი ჩვენი სახლი.

ამ მონაცემებით, კოალიციის ფორმირების უფლებას სწორედ პარტია “ლურჯი და თეთრი” მიიღებს. პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკევბლად პარტიის ლიდერი საკანონმდებლო ორგანოში 61 ადგილს უნდა აკონტროლებდეს.

​ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ეს უკვე მეორე ვადამდელი არჩევნებია. წინა არჩევნების შედეგებით, სამთავრობო კოალიციას ფორმირების ულფება ნეთანიაჰუს პარტიამ მიიღო. თუმცა, არჩევნების შემდეგ, ავიგდორ ლიბერმანის უარის გამო, ნეთანიაჰუმ სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება ვერ შეძლო.

წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა თითქმის 70%-მა მიიღო. დღეს ისრაელის საარჩევნო კომისია სამხედრო მოსამსახურეებისა და პატიმრების ხმებს საპატიმროებში მყოფი ადამიანების ხმებს დაითვლის.

 

კომენტარები