ისრაელი

იერუსალიმის სომხურ უბანში, სადავო ტერიტორიაზე პოლიცია შევიდა

asianews.it

3 აპრილს იერუსალიმის სომხურ უბანში, სადავო ტერიტორიაზე ისრაელის პოლიცია და მოსახლეები შევიდნენ. სომხური მედიის ცნობით, პოლიციას სომხურ უბანში შესასვლელად სასამართლო ორდერი არ ჰქონდა

სომხური მედიის მიხედვით, იერუსალიმის პოლიციამ იერუსალიმის სომხური ეკლესიის ქონება დააზიანა და სომეხ მოსახლეობას, მათ შორის სასულიერო პირებს შეურაცხყოფა მიაყენა. იერუსალიმის სომხური დიასპორის ადვოკატის თქმით, პოლიციის ეს ქმედება ხალხის უკანონოდ გამოსახლების და ტერიტორიის დაკავების მცდელობა იყო. 

სადავო ტერიტორია იერუსალიმის სომხურ საპატრიარქოს ეკუთვნის და უძველეს სომხურ ტერიტორიად მიიჩნევა. რამდენიმე თვის წინ აღნიშნული ტერიტორია ინვესტორებმა 100 წლიანი იჯარით მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინვესტორები ამ ტერიტორიაზე საპარკინგე სივრცის მოწყობას აპირებენ. ამ გადაწყვეტილებას, სომხურ დიასპორაში მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რის გამოც ინვესტორებმა სომხური კვარტლის ტერიტორიაზე მშენებლობა გადადეს. 

კომენტარები