რუსეთის მიერ ისტორიის გადაწერის მცდელობა

ლიტვა და პოლონეთი ერთობლივად შეეწინააღმდეგებიან რუსეთის მცდელობას, გადაწეროს ისტორია

0 კომენტარი
ფოტო: LTR.LT

ლიტვა და პოლონეთი ერთობლივად მუშაობენ, რათა წინ აღუდგნენ რუსეთის მცდელობას, "გადაწეროს მეორე მსოფლიო ომის ისტორია". ინფორმაციას ამის შესახებ ლიტვური გამოცემა LRT ორი ქვეყნის პრემიერმინისტრების განცხადებების საფუძველზე ავრცელებს, რომელიც მათ ვილნიუსში შეხვედრის დროს გააკეთეს. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რამდენჯერმე თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებაზე პასუხისმგებელი ქვეყანა პოლონეთია. 

"ჩვენ არ დავუშვებთ ასე მარტივად ისტორიის გაყალბებას,"- თქვა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა, 16 იანვარს გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე. 

ლინკევიჩიუსმა ასევე დაამატა, რომ პოლონეთისა და ლიტვის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტმანეტები ამ ტყუილთან საბრძოლველად გაერთიანდნენ. 

"ჩვენ ძალიან დაკვირვებით და ეფექტურად ვმუშაობთ ამ საკითხზე და ასეც გავაგრძელებთ,"- დაამატა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა თქვა, რომ რუსეთი და პერსონალურად პუტინი მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავისთვის "ისტორიის ყალბ ვერსიას" ამზადებს. 

"ჩვენ შევთანხმდით, რომ დეზინფორმაციის ექსპერტები განიხილავენ, როგორ შეგვიძლია ამ საფრთხის თავიდან აცილება,"- თქვა ჩაპუტოვიჩმა. 

ის, რომ ვლადიმერ პუტინი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორიის გადაწერასა და თავისი ქვეყნის სასარგებლოდ შემოტრიალებას ცდილობს, ახალი ამბავი არ არის. 

10 ივლისს პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შესახებ 4 ტყუილი თქვა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები