ბრიტანეთის ელჩი, ჯასტინ მაკენზი-სმითი, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ტახტისძირში საოკუპაციო ხაზის გადმოწევას ეხმაურება.
"რუსეთისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოში "საზღვრების" აღმართვა მხოლოდ დესტაბილიზაციასა და ვითარების გართულებას უწყობს ხელს. წარმოუდგენელია, რომ პანდემიის დროს მათი მიზანი არა თანაგრძნობა და შერიგებაა, არამედ განსაცდელის მოტანა და დაყოფაა," - წერს ელჩი თავის Twitter-ზე.
17 აპრილს, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ტახტისძირთან საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს.
ოკუპანტების მიერ სოფელ ტახტისძირში საოკუპაციო ხაზის გადმოწევას აშშ-ის საელჩოშიც გამოეხმაურნენ:
"ჩვენ ვგმობთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ამწვავებს დაძაბულობას და ხელს უშლის დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე მიმართულ გადაუდებელ ძალისხმევას, განსაკუთრებით, აღდგომის შაბათ-კვირას და გლობალური პანდემიის კრიზისის ფონზე".
საელჩო მოუწოდებს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას, შეაჩეროს ნებისმიერი კონსტრუქციის, ნიშნის, ღობისა თუ ბარიერის აღმართვა.