რეკლამა

® აჭარაბეთის ახალი საპატიო ელჩი მსოფლიო ჩემპიონი გიგა ჭიკაძე გახდა

0 კომენტარი

კომპანია აჭარაბეთისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.

ამჯერად აჭარაბეთის საპატიო ელჩი UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ქართველი მებრძოლი, მსოფლიოს ჩემპიონი კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში გიგა ჭიკაძე გახდა. იგი არის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც მედისონ სქვეარ გარდენში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობდა, ასევე იგი არის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში. საამაყოა, რომ ახლა სპორტსმენის გეგმები UFC-ს უკავშირდება, სადაც ის მნიშვნელოვან შეჯიბრებეს გამართავს.

ეს არ არის აჭარაბეთის და გიგა ჭიკაძის პირველი პარტნიორობა. აჭარაბეთი სპორტსმენს მხარს ჯერ კიდევ მაშინ უჭერდა, როდესაც იგი სპორტულ კარიერაში დამწყებ ნაბიჯებს დგამდა, სწორედ ამ პერიოდში გახდა სპორტსმენი მსოფლიო ჩემიპიონის ქამრის მფლობელი. “აჭარაბეთისთვის” ორმაგად საამაყოა, რომ გიგა ჭიკაძემ თავდაუზოგავი შრომით შეძლო და მიაღწია ასეთ წარმატებას და განაგრძობს სპორტულ კარიერას.

კომპანია აჭარაბეთმა და UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ, თანამშრომლობის გრძელვადიანი მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც სპორტის მოყვარულებს ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე ელით.მნიშვნელოვანია, რომ გიგა ჭიკაძის შემდეგი ბრძოლა 16 მაისს არის დაგეგმილი, რომელიც ერთ-ერთია იმ სამი ღონისძიებიდან, რომელსაც UFC ფლორიდაში (დახურულ კარს მიღმა) ჩაატარებს. სპორტის მოყვარულებს UFC-ისთვის თვალის დევნება ექსკლუზიურად adjarasport.tv -ზე შეუძლიათ.

აჭარაბეთის მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა ქართველმა გაიგოს გიგა ჭიკაძის წარმატების შესახებ, უგულშემატკივროს მას და უსურვოს წარმატება. სწორედ ამ მიზნით კომპანია ბევრ საინტერესო სიახლეს პირდება სპორტის მოყვარულებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები