საზოგადოებრივი ტრანსპორტი

კალაძე: წლის ბოლომდე ყვითელი ავტობუსები სრულად იქნება ჩანაცვლებული

0 კომენტარი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ცნობით, წლის ბოლომდე თბილისში მოძრავი ყვითელი ავტობუსები სრულად იქნება ჩანაცვლებული. მისივე თქმით, თბილისს "ევრო 6"-ის ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები ეყოლება.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე სწრაფი და ყველაზე კომფორტული. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. დავიწყეთ არსებული ავტობუსის პარკის განახლება, რომელიც ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენდა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით და მგზავრებისთვის დისკომფორტი იყო ამ ავტობუსით გადაადგილება.

ჩვენ დავიწყეთ მათი ჩანაცვლება და წლის ბოლომდე სრულად იქნება ჩანაცვლებული ეს ყვითელი ავტობუსები", - თქვა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

კალაძის ცნობით, ამ რეფორმაში მერიას აზიის განვითარების ფონდი ეხმარება, "რომელიც ამუშავებს მთელი ქალაქის მასშტაბით სატრანსპორტო გენერალურ გეგმას, რათა ვიცოდეთ კავშირები, ქსელები, ველობილიკები, ახალი გზები, რა არის საჭირო ამ ყველაფრისთვის." 

"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გვეხმარება, რომ ავტობუსების ქსელები, მიმართულებები გვქონდეს შემუშავებული, რაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება აზიის განვითარების ბანკის პროექტს, ქალაქის სატრანსპორტო გენერალურ გეგმას აგვისტოში უნდა ყოფილიყო ჩაბარებული. თუმცა წლის ბოლომდე გადაიწევს ეს თარიღი", - ამბობს კალაძე.

თბილისის მერის ცნობით, თბილისი-რუსთავის მიმართულებით ასევე იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები