ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 8.43 თეთრით, ევროსთან 9.50 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 9 ივნისის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან კვლავ გაუფასურდა.

გაუფასურებამ დოლართან 8.43 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი - 9.50 თეთრი.

ამრიგად, ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.0648 ლარი გახდა, ხოლო ერთი ევროსი - 3.4549 ლარი.

ლარი თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც გაუფასურდა.

კომენტარები