კორონავირუსი საქართველოში

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა, განახლდა სარკინიგზო მიმოსვლაც

ბათუმი
საქართველოსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა. ასევე, განახლდა სარკინიგზო მიმოსვლა.

საქართველოში არსებულ სასტუმროებს სპეციალური რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. მათ მუშაობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუ სპეციალური შემოწმების შემდეგ, შესაბამის ნებართვას მიიღებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების შესრულება მოუწევს საქართველოს რკინიგზასაც. კომპანიის განცხადებით, ამისთვის მზად არის. ჯერჯერობით, საქართველოს რკინიგზა რეისებს მხოლოდ ხუთი მიმართულებით – დღის საათებში შეასრულებს.

შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ "პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ და ფული გადაიხადონ საქართველოს ტურიზმში".

რას ითვალისწინებს მთავრობის მიერ მომზადებული ტურიზმის სტიმულირების გეგმა, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები