ზურაბ ჯაფარიძე

მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენის დღესვე ჯაფარიძეს ანგარიშები დაუყადაღეს

0 კომენტარი
ფოტო: გირჩი

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენის დღესვე გირჩის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ანგარიშები დაუყადაღა.

ჯაფარიძის თქმით, ამ გზით ქართული ოცნება მისთვის ფინანსური პრობლემების შექმნას ცდილობს.

"მე მაქვს რამდენიმე ჯარიმა, მათ შორის, 2000 და 3000 ლარიანი. არის ისეთი ჯარიმებიც, რომელიც დამაკისრეს ორი წლის წინ.

აქამდე სახელმწიფოს არ გახსენებია, რომ მოეკითხა ამ ჯარიმებისთვის და აღსრულება დაეწყო, ამიტომ გასაგებია, რომ ეს არ არის დამთხვევა.

ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ დღეს დილით განცხადება გავავრცელე და დავასახელე საკუთარი თავი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად. ასევე მაქვს შანსი, რომ ვიყო ერთიანი ოპოზიციური კანდიდატიც.

ამ ყველაფერს პირდაპირ ვუკავშირებ ამ ამბავს იმიტომ, რომ მეტი ფანტაზია ქართულ ოცნებას არ აქვს და პირველი რაც მოიფიქრეს არის ის, რომ ფინანსური პრობლემები შემიქმნან, ამიტომ ყადაღა დამადეს ყველა ანგარიშზე."– ამბობს ზურა ჯაფარიძე.

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატობაზე ზურაბ ჯაფარიძემ დღეს დაწერა. მისი თქმით, წინასწარი კონსულტაცია ჰქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც, დაუდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ამ გადაწყვეტილების მიმართ.

ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ევროპულმა საქართველომ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ იმედი გამოთქვა, რომ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იქნება.                        

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები