ბელარუსი-რუსეთი

ლუკაშენკო: საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი ბელარუსს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება

ვლადიმირ პუტინი და ალექსანრ ლუკაშენკო
DW

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას დაპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსში უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"პირველივე თხოვნისთანავე რუსეთი მოგვაწვდის ყოვლისმომცველ დახმარებას, რათა ბელარუსის უსაფრთხოება უზრუნველყოს საგარეო სამხედრო საფრთხის შემთხვევაში," – ბელარუსული მედია ლუკაშენკოს ციტირებს

კრემლის გუშინდელ განცხადებაში ეს ნახსენები არ არის, თუმცა რუსეთი დარწმუნებულია, რომ ბელარუსში მალე ყველა პრობლემა გადაიჭრება.

ლუკაშენკო მომიტინგეებს ადანაშაულებს რომ დამნაშავეები არიან და უცხოელი მხარდამჭერები ჰყავთ. მოსკოვმა ამ კვირაში ზოგიერთი დაუსახელებელი ქვეყანა ბელარუსში "საგარეო ჩარევაში" დაადანაშაულა.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა სანქციები დააანონსა, ლუკაშნეკომ ისიც თქვა, რომ ის შეშფოთებულია პოლონეთში და ლიტვაში NATO-ს სამხედრო ტრენინგებით, რასაც ის სამხედრო ძალების გაძლიერებად აღიქვამს. მისი თქმით, საჰაერო ბრიგადა პოლონეთთან საზღვართან გადავა. 

ალექსანდრ ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქარხნებში დასაქმებული პირები გაიფიცებიან, ისინი სამსახურიდან უნდა გაათავისუფლონ. 

ლუკაშენკოსა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ "ეს პრობლემები არ უნდა იქნეს გამოყენებული დესტრუქციული ძალების მიერ, რომლებიც ცდილობენ, ზიანი მიაყენონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო კავშირს საკავშირო სახელმწიფოს ფარგლებში".

ლუკაშენკომ მანამდე თქვა, რომ "საჭიროა პუტინთან დაკავშირება, რომ ახლა შევძლო მასთან საუბარი, რადგან ეს უკვე მხოლოდ ბელარუსის საფრთხე აღარ არის".

"ბელარუსის დაცვა დღეს არანაკლებია, ვიდრე ჩვენი საერთო სივრცის, საკავშირო სახელმწიფოს დაცვა... ვინც დღეს ქუჩაში დაეხეტება, მათ უმეტესობას ეს არ ესმის," – ინფორმაციას The Guardian ადგილობრივ მედიაზე დაყრდობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 7 დეკემბერს 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ "საკავშირო სახელმწიფოს" შესახებ დოკუმენტს ხელშეკრებულებას ხელი მოაწერა. 1999 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მომავალში რუსეთსა და ბელარუსს საერთო კონფედერაცია უნდა შეექმნათ. ბოლო პერიოდის განმავლობაში კრემლი ბელარუსზე მზარდ ზეწოლას ახორციელებდა და მისგან სამხედრო და ეკონომიკურ სფეროში ინტეგრაციის დაჩქარებას ითხოვდა. 

---------

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 9.9%, რასაც ხალხის მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პოლიციამ აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი, ხოლო დაშავდა ათობით ადამიანი.

ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ სამოქალაქო პროტესტის გააქტიურებიდან მეორე დღეს ბელარუსი დატოვა. ტიხანოვსკაიას გუნდის ცნობით, ის პროტესტს "შესაძლო პროვოკაციების" გამო არიდებს თავს. მოგვიანებით გავრცელდა მისი ვიდეომიმართვა, რომელშიც მან დემონსტრანტებს კანონის დაცვის, შეკრებისგან თავის შეკავებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ევროკავშირის გაფრთხილების და პატიმრების არ გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლო სანქციების დაწესებაზე საუბრის შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ დაკავებულების გათავისუფლება დაიწყო. ბელარუსში გათავისუფლებულები პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ცემის ფაქტებზე ყვებიან.

ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ახლა მუშაობას იწყებს არჩევნების გაყალბებასა და ბელარუსში ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ბელარუს ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება. პომპეო წერს, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ის გმობს მომიტინგეების მიმართ გამოყენებულ ძალადობასა და ოპოზიიცის მომხრეთა დაკავებებს და ბელარუსის მთავრობას მოუწოდებს, რომ პატივი სცეს თავიანთი მოქალაქეების უფლებებს.

კომენტარები