ტურიზმი

8 ახალი ბაზა, 200-ზე მეტი მიმართულება, ქუთაისში გაუქმებული რეისები - Wizzair-ი პანდემიის დროს

მარი ახსიაშვილი
0 კომენტარი

საქართველოს საზღვრები 5 თვეა, ფაქტობრივად ჩაკეტილია. აკრძალულია რეგულარული ფრენები სამი მიმართულების გარდა  - მიუნხენი, პარიზი, რიგა. იქაც, ფრენა მხოლოდ Lufthansa-ს (კვირაში ორჯერ), Air France-ს (კვირაში ორჯერ) და Air Baltic-ს (კვირაში ერთხელ) შეუძლია. სრულდება თვეში რამდენიმე ჩარტერული რეისი, ასევე, სპეცრეისები ემიგრანტებისთვის.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

Wizzair-მა 1 ივლისს დაადასტურა, რომ ქუთაისის აეროპორტში ბაზას განუსაზღვრელი დროით დახურავს, იმავე დღეებში, ავიაკომპანიამ საქართველოდან რეისების უმეტესობა (ბერლინი, პრაღა, ტალინი, მემინგენი, თესალონიკი, ბოლონია, რომი, მილანი, გდანსკი, კრაკოვი, კატოვიცე, პოზნანი, ვროცლავი) 2021 წლის მაისამდე გადადო. იქამდე კი, ქუთაისიდან არაერთი დაანონსებული თუ მოქმედი ფრენა (პარიზი, ბრიუსელი, ეინდჰოვენი, სტოკჰოლმი, კოპენჰაგენი, ბარი, ბაზელი, კიოლნი, ფრანკფურტი, ნიცა, ჰამბურგი, კარლსრუე/ბადენ-ბადენი, ჰერაკლიონი, ნეაპოლი, ნიურნბერგი, პიზა, ვენეცია, ტურკუ) საერთოდ გააუქმა.

ივლისის შემდეგ, ავიაკომპანიის სისტემაში მიმდინარე წელს ქუთაისის მიმართულებით მხოლოდ ვარშავის, დორტმუნდის, რიგის, ვილნიუსის, ათენის, ბუდაპეშტის, ვენის და ლარნაკას მიმართულებები იძებნება. ასევე, ახალდამატებული აბუ-დაბი, სადაც ფრენა ჯერ არ შესრულებულა.

Wizzair-ს საქართველოს მთავრობის უარის გამო, ყოველთვიურად უწევს ბილეთების გაუქმება და მომხმარებლისთვის 100%-იანი ფულადი თანხის ან 120%-იანი Wizz-კრედიტის დაბრუნება. 

იმ პირობებში, როცა ქუთაისიდან დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას ხუთი თვეა ფრენა არ შეუსრულებია, ბაზა დახურა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით არაერთი რეისის გაუქმებამ მოუწია, აპრილიდან დღემდე, Wizzair-მა სხვა ქვეყნებში 200-ზე მეტი ფრენა დაამატა და რვა ბაზაც გახსნა (დონკასტერი - დიდი ბრიტანეთი, ბაკაუ - რუმინეთი (რიგით მეშვიდე), დორტმუნდი - გერმანია, ლვოვი - უკრაინა, ლარნაკა - კვიპროსი, მილანი - იტალია, ტირანა - ალბანეთი, სანკტ პეტერბურგი - რუსეთი).

გთავაზობთ მხოლოდ ნაწილს:

იტალია

  • მილანი (ახალი ბაზა) - რეიკიავიკი, ტალინი, ლონდონი, ეინდჰოვენი, პორტო, ლისაბონი, მარაქეში (მოროკო), ფუერტევენტურა (კანარის კუნძულები), კუნძული მენორკა, კორფუ, იბიცა, ვალენსია, ზაკინტოსი, პრიშტინა (სერბეთი), თესალონიკი, ათენი, როდესი, თელ ავივი, გრან-კანარია, ტენერიფე, სანტორინი, ზაპოროჟიე, იბიცა, ალექსანდრია.
  • ვენეცია - ბაკაუ, სანკტ პეტერბურგი, ხარკოვი, კიევი, ოდესა
  • ვერონა - ტირანა, იასი, ლვოვი
  • ალგერო - ვენა და დორტმუნდი
  • რომი - ბაკაუ, კიევი, ოდესა, ლვოვი

დიდი ბრიტანეთი

  • დონკასტერი - ახალი ბაზა და 7 ახალი მიმართულება - მალაგა, ფარო, კოშიცე (სლოვაკეთი), ლარნაკა, ლუბლინი, ალიკანტე და სუჩავა (რუმუნეთი).
  • ლონდონი - იბიცა, მენორკა, ალიკანტე, სანტორინი, ვალენსია, მალაგა, პალმა დე მაიორკა, ლანსაროტე, ფუერტევენტურა (კანარის კუნძულები).

უკრაინა 

  • ლვოვი (ახალი ბაზა) - მილანი, კატანია,რომი, ვერონა, პარდუბიცე (ჩეხეთი), შჩეჩინი (პოლონეთი), ბილუნდი, ჰამბურგი, ლისაბონი, ტალინი;
  • კიევი - ბოლონია, კატანია, მილანი, ვენეცია, რომი, ნაპოლი, პარდუბიცე (ჩეხეთი).
  • ხარკოვი - ვენეცია, მილანი, ტალინი, ბერლინი.
  • ოდესა - ვენეცია, ასევე, 2021 წლიდან მილანი, ბოლონია და რომი. 
  • ზაპოროჟიე - მილანი, დორტმუნდი;

გერმანია 

  • დორტმუნდი, ახალი ბაზა, - ბარი, ფუერტევენტურა, სანტოტრინი, ლარნაკა, ჰერაკლიონი, ლისაბონი, სპლიტი (ხორვატია), ათენი, კორფუ, მიკონოსი, როდესი, სანტორინი, თესალონიკი, რეიკიავიკი, ალგერო, ნაპოლი, პოდგორიცა (მონტენეგრო), მარაქეში (მოროკო), სუჩავა, ზაპოროჟიე;
  • ზალცბურგი - ბუქარესტი, სკოპიე, კიევი, ლარნაკა, ბელგრადი, ტუზლა, ვარნა, სანკტ პეტერბურგი;
  • ფრანკფურტი - ტირანა, სოფია, ვარნა;
  • კარლსრუე/ბადენ-ბადენი - ტირანა, ვარნა, ლარნაკა, ბუქარესტი;

რუმინეთი

  • ბაკაუ (ახალი ბაზა) - ბრიუსელი, ლარნაკა, ბილუნდი, მემინგენი, ბოლონია, კატანია, მილანი, რომი, ტურინი, ვენეცია, ლივერპული, ლონდონი;
  • ბუქარესტი - პალმა დე მაიორკა, მიკონოსი, სანტორინი, კოპენჰაგენი, კარლსრუე, კალიარი, ბერგენი.

კვიპროსი, ლარნაკა (ახალი ბაზა) - ტურკუ, ბილუნდი, დორტმუნდი, კოპენჰაგენი, ვროცლავი, კარლსრუე, მემინგენი, თესალონიკი, ათენი, სუჩავა, გდანსკი, პრაღა, პარიზი, ეინდჰოვენი, ჰერაკლიონი, ერევანი, ზალცბურგი, ბერგენი, ბაკაუ, აბუ დაბი, დონკასტერი;

რუსეთი, სანკტ პეტერბურგი (ახალი ბაზა) - მილანი, ვენეცია, კატანია, ტურინი, ბოლონია, ზალცბურგი, კოპენჰაგენი, მალტა, ოსლო, სტოკჰოლმი, სოფია, ვილნიუსი, ბუქარესტი, ბრატისლავა;

ალბანეთი, ტირანა (ახალი ბაზა) - როდესი, პარიზი, ბერლინი, ფრანკფურტი, პრაღა, მილანი, ჰამბურგი, ეინდჰოვენი, ბრიუსელი, ბაზელი, ტურინი, კატანია, კრეტა, ბარი, კარლსრუე;

ლატვია, რიგა - ბირმინგემი, ჰამბურგი, რეიკიავიკი, ბილუნდი, ბერგენი, სტოკჰოლმი, ტრონდეიმი (ნორვეგია).

ბულგარეთი, ვარნა - ათენი, ბარსელონა, ბრიუსელი, პრაღა, ფრანკფურტი, კარლსრუე/ბადენ ბადენი, ზალცბურგი, ნიურბერგი, ჰამბურგი, მემინგენი, ჰანოვერი.

არაბთა გაერთიანებული საამიროები, აბუ დაბი - ალექსანდრია, ლარნაკა, ათენი, ერევანი, ქუთაისი, ოდესა;

სერბეთი, ბელგრადი - ოსლო, ბარსელონა, ჰამბურგი, კიოლნი, ბრიუსელი, მილანი, ლისაბონი, ტარკუ, ფრიდრიხსჰაფენი;

ავსტრია, ვენა - ტალინი, ბრიუსელი, მარექეში, კონსტანტა, ბურგასი, ჰერაკლიონი, როდესი, ზაკინთოსი, პალმა დე მაიორკა;

საბერძნეთი, მიკონოსი - ვენა, ბუდაპეშტი, სოფია, კატოვიცე და გდანსკი

ესტონეთი, ტალინი - ბერგენი, ვენა, მილანი, ოსლო, ხარკოვი, ლვოვი;

ეს არ არის იმ რეისების სრული ჩამონათვალი, რომელიც აპრილის შემდეგ დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ სხვადასხვა ქვეყანაში დაამატა. საქართველოში კი, ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის ან საერთოდ აღადგენს თუ არა Wizzair-ი ფრენებს, განაახლებს თუ არა ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზა მუშაობას 2021 წლის მაისიდან მაინც. ჯერჯერობით, მთავრობის განცხადებებით და ქმედებებით როგორც ჩანს, რეგულარული ფრენები კიდევ რამდენჯერმე გადავადდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები