აშშ-ირანი

აშშ ირანის სარაკეტო პროგრამის მხარდაჭერისთვის რუსულ და ჩინურ კომპანიებს სანქციებს უწესებს

მაიკ პომპეო
Newsweek

აშშ-მ რუსულ და ჩინურ კომპანიებს ირანის სარაკეტო პროგრამის განვითარების მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეს ზომები ირანის მავნე საქმიანობაზე აშშ-ს რეაგირების ნაწილია.

აშშ ოთხ კომპანიას ბრალს სდებს ირანის სარაკეტო პროგრამისთვის ტექნოლოგიის და მასალების გადაცემაში. 

სანქციები ეხება ჩინეთში არსებულ ორ კომპანიას - Chengdu Best New Materials და Zibo Elim Trade და რუსეთში არსებულ კომპანიებს Nilco Group და Joint Stock Company Elecon.

"ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ხელი შევუშალოთ ირანის რაკეტების განვითარების მცდელობებს და გამოვიყენოთ ჩვენი სანქციები, რათა ყურადღების ცენტრში მოვაქციოთ უცხოელი მომწოდებლები, როგორიცაა, ეს კომპანიები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და რუსეთში, რომლებიც ირანს რაკეტებთან დაკავშირებულ მასალებსა და ტექნოლოგიებს აწვდიან". - დასძინა პომპეომ.

კომპანიებს ორი წლით ეზღუდებათ ექსპორტი, აშშ-ს სახელმწიფო დახმარება.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაუარესდა. ტრამპმა აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გაიყვანა და მიზეზად დაასახელა, რომ ირანი შეთანხმების პირობებს არღვევდა და ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას აგრძელებდა. მას შემდეგ აშშ-მ ირანს არაერთი სანქცია დაუწესა.

კომენტარები