კრიმინალი

მეტროში პოლიციელთა ცემისთვის 3 პირია დაკავებული

Reuters

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ორი პოლიციელის ცემისთვის 3 პირი დააკავეს.

როგორც უწყებაში ტაბულას განუცხადეს, ინციდენტი 10 თებერვალს, გვიან ღამით მეტროსადგურ რუსთაველის გამზირის ბაქანზე მოხდა.

დაკავებულებს ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მიხედვით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ანდა, თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე

პოლიციელთა მდგომარეობის შესახებ უწყება ინფორმაციას მოგვაინებით გაავრცელებს.

კომენტარები