პოლიტიკური დევნა საქართველოში

ბილდტი: პოლიტიკური შურისძიება აზარალებს საქართველოს

"პოლიტიკური შურისძიება არ არის კარგი და აზარალებს საქართველოს. ზოგიერთი რამ, რასაც ჩვენ ვხედავთ, შემაშფოთებელია", - განაცხადა უელსის სამიტზე მყოფმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა. ამით მინისტრი რუსთავი 2-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებულ ბრალდებას გამოეხმაურა.

"მე გამოვხატე ჩემი აზრი რამდენიმე საკითხზე, რაც საქართველოს აზარალებს. მიპასუხა თუ არა პრემიერმა? – არა. სხვა ბევრ ქართველს ვესაუბრე და ბევრმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ვთქვით, რომ პოლიტიკური შურიძიება არ არის კარგი საქართველოსთვის", – განაცხადა მინისტრმა.

"ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ საქართველო ევროპულ გზას ადგას ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ზონით. ეს პოზიტიურია. იმ ფაქტის მიმართ კი, რასაც შურისძიების პოლიტიკა ვუწოდე, კრიტიკულად ვარ განწყობილი. ამის შემდეგ მე ზოგიერთი დამიკავშირდა, რის გამოც კმაყოფილი ვიყავი ჩემი სიტყვებით. თუმცა მათ შორის არ იყო საქართველოს პრემიერმინისტრი. დღეს საინტერესო საუბარი მქონდა პრეზიდენტთან, თუმცა ამ საკითხს არ შევხებივარ", - აცხადებს ბილდტი. [თარგმანი - ტელეკომპანია რუსთავი 2]

 

კომენტარები