იური ვაზაგაშვილის საქმე

სამართ.ლიგა: იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან ფირცხალავას დაკავშირება აბსურდია

სამართალდამცავთა დაცვის ლიგა
სდლ

სამართალდამცავთა ლიგა განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მათ მიმართ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაცია აბსურდს უწოდებს ირაკლი ფირცხალავსა და პოლიციის სხვა ოფიცრების დაკავშირებას იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან.

"ბოლო პერიოდში ჩვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ქვეყანაში მძიმე დანაშაულებრივი და ეკონომიკური ვითარების გადაფარვას ემსახურება. პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ირაკლი ფირცხალავას და პოლიციის სხვა ოფიცრების დაკავშირება ბატონი იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან სამართლებრივი სიბეცე და გაუგონარი ცილისწამებაა.

ბატონი ფირცხალავასთვის ცნობილი იყო, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების ტელეფონები და ინტერნეტ-საშუალებები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მთლიანად კონტროლდებოდა და აბსურდია იმის მტკიცება, რომ ბატონი ფირცხალავა რაიმე სახით დაკავშირებულია აწ გარდაცვლილ იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან. მოვუწოდებთ ოფიციალურ პირებს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვიდრე გამოძიება ყველა კითხვას არ გასცემს პასუხს, ვთხოვთ არ გააკეთონ მცდარი დასკვნები და საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები